22 სექტემბერი 2019,   12:05
ვრცლად
ფალსიფიცირებული "პერსილი" და "არიელი"-კუსტარულად მოწყობილ საამქროში იაფფასიან ფხვნილებს ბრენდირებული სამარკო ნიშნით აფასოებდნენ

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით. სასჯელი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები