15 ნოემბერი 2019,   22:05
ვრცლად
დაპირისპირება ბოლნისში - ადგილობრივები მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ

დაპირისპირება სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები, მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 6 გასროლას, რის გამოც 6 ძროხა დაიჭრა, წინ უძღოდა დაპირისპირება სასულიერო პირთან, რომელიც სოფლის მოსახლეობას ტყეში საქონლის გაშვების უფლებას არ აძლევდა.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათი საქონელი, სწორედ მამა მიქაელმა დაჭრა, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ, სოფელში აღარ უნახავთ.

ხალხი ფოლადაურში ყვება, რომ 7 აგვისტოს, ძროხების დაჭრას წინ უძღოდა მამა მიქალის დაპირისპირება ადგილობრივებთან. კონფლიქტი მწვავე იყო თუმცა ვითარების განმუხტვაში პოლიცია არ ჩაერთო.

მომხდარიდან 6 დღის შემდეგ უცნობია, დაიკითხა თუ არა სასულიერო პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე კი საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველების წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი

დღის ამბები