21 აგვისტო 2019,   00:17
ვრცლად
ღია აუქციონი, დღე მეორე - "რუსთავი 2-ის" მყიდველი ჯერჯერობით არ ჩანს

დადგმული სპექტაკლი, სადაც რეჟისორმა ბიძინა ივანიშვილმა, ქიბარ ხალვაშს მთავარი როლი ჩამოართვა და ახლა მის შემცვლელს ეძებს - ასე აფასებენ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ იმ დროს, როცა წილებზე დავა ჯერ დასრულებული არ არის, ტელეკომპანიის ახალი მფლობელი, კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლება.

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, ტელეკომპანიის მფლობელებს სასამართლოში ამისამართებს და იმის მიუხედავად, გაიყიდება თუ არა მრავალმილიონიანი ვალებით ტელეკომპანია, პაატა სალია, არხზე ახალი სეზონის დაწყებას მაინც აანონსებს.

ფინანსთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ მასთან ბიუჯეტის წინაშე არსებული მრავალმილიონიანი დავალიანების  რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის თემზე სასაუბროდ "რუსთავი 2-დან" არავინ მისულა, იქვე მან არც შეთანხმების შესაძლებლობა გამორიცხა.

თავის მხრივ არც პაატა სალიამ გამორიცხა, რომ უწყებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ვალის რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის საკითხი განიხილოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები