21 აგვისტო 2019,   00:10
ვრცლად
„რა ისწავლეთ მიხეილ ჩინჩალაძისგან, როგორც მოსამართლისგან? - ის ძალიან ობიექტური პიროვნებაა" - იუსტიციის საბჭოში ჩინჩალაძის თანაშემწეს მოუსმინეს

იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს სასამართლო დამოუკიდებელ ინსპექტორს გაესუბრნენ, რომელსაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ქეთევან ცინცაძემ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, დაადასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში ის მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო. მის მიმართ კი საბჭოს არამოსამართლე წევრებს არერთი კრიტიკული კითხვა ჰქონდათ, მათ შორის ნეპოტიზმთან დაკავშირებით.

„იმ პერიოდში თუ მუშაობდით თქვენ, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე იყო უზენაესი სასამართლოს წევრი. გქონდათ თუ არა მასთან თანამშრომლობა. იყავით თუ არა მისი თანაშემწე,“-მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა კითხვით ქეთევან ცინცაძეს რაზეც მან განაცხადა, რომ ის უზენაეს სასამართლოში კონკურის წესით შეარჩიეს და მუშაობა სტაჟიორის სტატუსით 2007 წლიდან დაიწყო.

მისივე თქმით, 2017 წლამდე ის იკავებდა სხვადასხვა მოსამართლეების თანაშემწის პოზიციას და მათ შორის იყო მიხეილ ჩინჩალაძეც.

ნაზი ჯანეზაშვილის დაინტერესდა ასევე რა ისწავლა ქეთევან ცინცაძემ მიხეილ ჩინჩალაძისგან.

„რა ისწავლეთ მიხეილ ჩინჩალაძისგან, როგორც მოსამართლისგან,“-მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა ცინცაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩინჩალაძე ობიექტური პიროვნებაა და საქმეზე მუშაობისას განსხვავებული პოზიციის მოსმენის წინააღმდეგი არ არის.

"ის გახლავთ ძალიან ობიექტური პიროვნება ჩემი მოსაზრებით და საქმეზე მუშაობისას ის ყოველთვის მზად იყო გასხვავებული პოზიცია, კონკრეტული მოსაზრება მოესმინა,“-განაცადა ქეთევან ცინცაძემ.

ნეპოტიზმზე საუბრის დროს იუსტიციის საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა იკითხა ითვლებოდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯი ნეპოტიზმად, როდესაც მან მისი ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი, ანა დოლიძე წარადგინა იუსტიციის საბჭოში კონკურსის გარეშე.

ანა დოლიძის განცხადებით, კი სერგო მეთოფიშვილი არასწორ ინფორმაციას ფლობს.

დღის ამბები