22 სექტემბერი 2019,   11:41
ვრცლად
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია 12 პირი 

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის შესაბამისი მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სულ ათი მსგავსი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 22 ათასზე მეტი უაქციზო სიგარეტის კოლოფი, რომლის საერთო ღირებულებაც 82 ათასი ლარია, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან არის ამოღებული.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

დღის ამბები