21 აგვისტო 2019,   00:21
ვრცლად
"რუსთავი2"-ის გაყიდვის და სამთავრობო არხად ქცევის სქემა - მედია სავარაუდო მყიდველებზე წერს 

ვინ იყიდის "რუსთავი2" - ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადების მიუხედავად რომ ტელეკომპანიის შეძენის მიზნით მოლაპარაკებები ვანო ჩხარტიშვილთან არ მიმდინარეობს, სწორედ ამ ბიზნესმენს ასახელებს კომპანიის პოტენციურ მყიდველთა შორის რამდენიმე მედია საშუალება. მათ შორის პრესა ჯი.

საინფორმაციო პორტალის რედაქტორის, ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით აპირებს რუსთავი2-ის საბოლოოდ ხელში ჩაგდებას. გიორგი კაპანაძე ამტკიცებს, რომ ჩხარტიშვილი, რომელიც ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია, ივანიშვილის მიერ შექმნილ არაერთ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობს. "პრესა ჯი", "რუსთავი2"-ის შესყიდვის და ქვეყნის საბოლოო ხელში ჩაგდების სქემაზეც საუბრობს.

„ვანო ჩხარტიშვილი არის დღეს ის ადამიანი, რომელიც ესაუბრება ქიბარ ხალვაშს, ცხადია ივანიშვილის სახელით „რუსთავი2“-ის ყიდვასთან დაკავშირებით. ვანო ჩხარტიშვილი ან მისი გარემოცვა ან ივანიშვილის კლანის რომელიმე წარმომადგენელი იქნება, რომელიც ხელში ჩაიგდებს „რუსთავი2“-ს და მას შემდეგ ეს „რუსთავი2“ უნდა დაფინანსდეს მისი გათვლით კორუფციული სქემით. ეს კაცი საკუთარი ჯიბიდან კი არ აპირებს ფულის ამოღებას და შემდეგ „რუსთავი2“-ში ჩასხმას. ეს კაცი აპირებს საქართველოს ბიუჯეტს მოპაროს ფული, ამოიღოს მისი კორუფციული სქემებით, რომელიც მან წლების განმავლობაში დაგეგმა და ამ კორუფციული სქემებით დააფინანსოს „რუსთავი2“, რომელსაც გადააქცევს სამთავრობო არხად,“-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები