20 ნოემბერი 2019,   09:11
ვრცლად
"ეჭვი არ მეპარება, რომ თუ რამე სისულელის გაკეთება შეიძლება, ეს ხელისუფლება გააკეთებს" - გრიგოლ ვაშაძე

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ რამე სისულელის გაკეთება შეიძლება, ეს ხელისუფლება გააკეთებს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებაზე საუბრისას.

ვაშაძე პროკურატურასთან ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მივიდა.  მისი თქმით, არსებული ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული, მიმდინარე საქმეს კი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან.

"არაფერი სამართლებრივი დავა არ არსებობს, გინდა ეს ეხებოდეს ტელევიზია "იბერიას", "რუსთავი 2"-ს, "ტვ პირველს", გინდა ეს ეხებოდეს განადგურებულ ეკონომიკას, იატაკზე დაცემულ ლარს, კატასტროფულ მდგომარეობას, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ეს არის ხელისუფლების შემოქმედება. დაკავებული არიან იმით, რომ მოასუფთავონ თავისუფალი მასმედიის და ოპოზიციის ველი. სადამდე უნდა მოითმინოთ ეს ყველაფერი? არ გინდათ, ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც 735 მილიონს არ ხარჯავს მივლინებაზე? ასე გინდათ, ვიცხოვროთ რუსეთის ფედერაციაში? გინდათ ის ხელისუფლება, რომელიც იმის მაგივრად, რომ უმწვავეს პრობლემებს მიხედოს, ადანაშაულებს ხელისუფლებას რუსეთის 2008 წელს გაჩაღებულ აგვისტოს ომში.

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ რამე სისულელის გაკეთება შეიძლება ეს ხელისუფლება გააკეთებს,“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები