12 ნოემბერი 2019,   15:33
ვრცლად
შურისძიებაა იმიტომ, რომ ივანიშვილი უბრალოდ ბოროტი და ბოღმა კაცია, გაგიჟებულია, რომ 7 წელი აწვალა გვარამიამ და „რუსთავი 2-მა“ - ჯანგირაშვილი

ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ეხმაურება. ჯანგირაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ ბრალის წაყენება „ზღვარს მიღმა სიგიჟეა“. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ დაზარალებული რეალურად კომპანიის წარმომადგენელი აღარ არის.

ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. ის ასევე, ამბობს, რომ ივანიშვილს 2020 წელს არჩევნების მოგება სურს.

„კონტრაქტში გადაცდომის მსგავსი არაფერი არ არის, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებაა, როგორც ვიცი და თანხა ასესხა, მერე დაიბრუნა ამ ფორმით, ასეთი ოპერაცია ხდება ათასობით, ყოველ კერძო კომპანიაში. ეს არის ზღვარგადასული სიგიჟე ამ რეჟიმის, რომელიც არაფრის წინაშე უკან აღარ იხევს, რომ გაუსწორდეს მედიას, ჩააბნელოს 2020-მდე, რომ ვერავინ მოერიოს მის ძალაუფლებას და ვერ შეურყიოს ძალაუფლება, ეს არის ჩვეულებრივი აგონია... ეს არის შურისძიება იმიტომ, რომ ივანიშვილი უბრალოდ ბოროტი და ბოღმა კაცია, ის გაგიჟებულია, რომ 7 წელი აწვალა გვარამიამ და „რუსთავი 2-მა“, ის მასხრად აიგდეს, ახლა კიდევ უფრო მასხრად აგდებული გამოდის, როცა ჰგონია, რომ "რუსთავი 2" ჩაიგდო ხელში და ამ დროს ახალი ორი არხი გაჩნდება, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე "რუსთავი 2" იქნება მომავალში, ეს არის პირადი შურისძიება ნიკას მიმართ“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები