22 სექტემბერი 2019,   12:17
ვრცლად
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს 

ყაჩაღობა თბილისში - თავს, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკს“ დაესხნენ.  მომხდარს ადასტურებენ საქართველოს ბანკში.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში დასაყაჩაღებლად შევიდა ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ყაჩაღობა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ბანკში თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. შეიარაღებული მამაკაცი სწორედ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაინახა და განგაში ატეხა.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში მარტო შეიჭრა ადგილიდან მიიმალა, მას სავარაუდოდ, ბანკიდან თანხა წაღებული აქვს.

ახლოს მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თქმით, ადგილზე ორი გასროლის ხმაც გაიგეს. სავარაუდოდ, პოლიციელებმა დევნის ოპერაციისას გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი მუშაობა დაასრულეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში არ ადასტურებენ, დაკავებული არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე. 

დღის ამბები