13 დეკემბერი 2019,   01:24
ვრცლად
ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობები საქმის შეწყვეტასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას ეხებოდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

თუმცა, ზვიად შარაძემ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. სახელმწიფო ბრალდების მხარემ კი დაცვის მხარის შუამდგომლობა არაკანონიერად მიიჩნია და დეტალების განხილვა არსებითი განხილვის დროს მოითხოვა. საქმის არსებითი განხილვა 14 აგვისტოს ჩანიშნა.

მკვლელობა 3 მაისს, სოფელ ყანდაურაში მოხდა. 85 წლის ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობასა და ავადმყოფი მეუღლის დაჭრას ედავებოდნენ. მოგვიანებით კი ამავე საქმეზე მას ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარედგინა.

დღის ამბები