13 დეკემბერი 2019,   01:18
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი კრიმინალების სამიზნე გახდა - ვაჟა სირაძის სიმამრის სახლი გაქურდეს 

საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი კრიმინალების სამიზნე გახდა. საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის სიმამრთან სახლში კრიმინალები შევიდნენ და წაიღეს ყველაფერი, რაც ინახებოდა.

ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრია ის ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები, სამართალდამცველებს ამ დრომდე საპატრულო პოლიციის უფროსის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულები არ დაუკავებიათ.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

"ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ სავარაუდოდ ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე ასე ვთქვათ შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. პოლიცია იყო მოსული. ჩანთა ეგდო იატაკზე. დედაჩემის დანაზოგი, ჰქონდა თავის ჩანთაში და ეს ჩანთა ეგდო იატაკზე, ამით მიხვდა,“-აცხადებს ქავთარაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხობში კრიმინალური ვითარება გაუარესდა. მათი თქმით, საარჩევნოდ წახალისებული კრიმინალები არიან ხობში. 

„თბილისის პოლიციის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის სიმამრი, ყოფილი უმრავლესობის ლიდერი, რაიონში ცნობილი ექიმი თუ არ არის დაცული, მაშინ ჩვენ როგორ ვიქნებით დაცული,"-ამბობენ ადგილობრივები.

დღის ამბები