13 დეკემბერი 2019,   01:07
ვრცლად
უკრაინაში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

უკრაინაში სამართალდამცველებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ადგილობრივ ბაზრობა „ტროეშინაში“ მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 119 არალეგალი მიგრანტია დაკავებული, მათ შორის არიან, საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები.

დაკავებულებიდან 50 ადამიანს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36-ს შეუმცირეს უკრაინაში ყოფნის ვადა, 10 ადამიანი კი უცხოელებისთვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დღის ამბები