13 დეკემბერი 2019,   01:12
ვრცლად
მკვლელობა ვარკეთილში - სიტყვიერი დაპირისპირება მეზობლებს შორის სისხლიანი გარჩევით დასრულდა

მკვლელობა ვარკეთილში - სიტყვიერი დაპირისპირება მეზობლებს შორის სისხლიანი გარჩევით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულმა მეზობელს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„მიზეზი ჩხუბი, შეკამათება გახდა. ვინც დაიღუპა, იმან დედა შეაგინა და ეტყობა ამან გულში ჩაიდო. ბევრი ჭრილობა ჰქონდა, ზურგში, გულ-მკერდის არეში,“ - განუცხადეს „კურიერს“ ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი-დანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები