15 ნოემბერი 2019,   11:08
ვრცლად
ბიზნესმენს ყური მოაჭრეს - შსს-მ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა

შინაგან საქმეთა სამინსიტრო ადასტურებს, რომ 30 ივლისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ და სხეულზე დაზიანება მიაყენეს, გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ფინანსური უთანხმოების გამო მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ნინოშვილი თანმხლებ პირთან - სანდრო ყულაშვილთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დორისთვის ნინოშვილი დაკავებულია.

"კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი გიორგობიანი, იგივე „გლობუსა“ გაიტაცეს და კრიმინალური გარჩევის დროს ყური მოაჭრეს. ის ახლა სახლში მკურნალობს.

სისხლიანი დაპირისპირება ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო გიორგობიანი.

მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა შეიტყო, რომ ნილის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ კომპანიასთან, გარჩევების სერია დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ენმ-სწევრმა. ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები