21 აგვისტო 2019,   00:30
ვრცლად
ამ განცხადებიდან ვერ ვხედავ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს - მიხეილ ბენიძე ხალვაშის განცხადებაზე საუბრობს

„რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას, სადაც ის გუნდს ღიად უპირისპირდება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ეხმაურება.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან იმის გაგება, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, მოულოდნელი არ ყოფილა. ბენიძე ასევე, ამბობს, რომ დღეს გავრცელებული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებებთან, რომელიც ირწმუნება, რომ სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება.

„ძალიან მოულოდნელი არ იქნება, რომ მას არ მოსწონს სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ მანამდეც არ მოსწონდა და როგორც ახლა, ამ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ კრიტიკული არის პირადად მისდამიც ასევე, ტელევიზია და ბუნებრივია ალბათ, რომ ეს გარკვეულწილად მას არ მოსწონს. როდესაც საუბარი არის ასევე, ბატონი სალიას მხრიდან, რომ ისინი არიან თავად გარანტი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და მათ უნდა ენდოთ სიტყვაზე ჟურნალისტები, მე არ ვიცი და ვერ ვხედავ, მათ შორის, ამ განცხადებიდან, რაც დღეს წავიკითხეთ, რომ ეს გარანტიები არსებობს. მაგრამ შევხედავთ, მოვლენების განვითარებას, ალბათ, ყველაზე კარგად გამოჩნდება, თუ რა მიმართულებას აირჩევს ამ შემთხვევაში, მფლობელი. ახლა ის საუბრობს, საერთაშორისო მენეჯმენტზე, კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელია ისეთი საერთაშორისო მენეჯერების მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და ჟურნალისტების შეუფერხებელ მუშაობას, თუმცა, რა არჩევანს გააკეთებს, ამას ალბათ, დავინახავთ,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები