21 აგვისტო 2019,   01:00
ვრცლად
საქართველოს მოქალაქის პასპორტი 7000 დოლარის სანაცვლოდ - სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ბრალდებული  ირანის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ოფიციალურად მიღების სანაცვლოდ  7 ათას დოლარს სთხოვდა. ბრალდებული თანხის ნაწილის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით.

დღის ამბები