21 აგვისტო 2019,   00:31
ვრცლად
"ამაზრზენია, ამას სახელი არ ქვია,"-ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე საუბრობს

იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება გარძელდება. დღეს სამ კანდიდატს - ორ მოსამართლესა და ერთ პროკურორს მოუსმენენ. საბჭოს არამოსამართლე წევრები კანდიდატებთან აშკარად განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ უკვე წინასწარ იყოს გათვლილი თუ ვინ უნდა მოხვდეს იმ 20-კაციან სიაში, რომელიც შემდგომ პარლამენტმა უნდა განიხილოს. გასაუბრების დაწყებამდე კი ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას გააკეთებს, რომელიც ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის კლანის წევრების სიაში შესაძლო არსებობას შეეხება.

"ფიქსირდება სერიოზული დარღვევები გასაუბრების პროცესში. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება ხშირად, რომ დავამთავროთ ჩვენი კითხვები, ჩვენ გვაწყვეტინებენ, იღებენ ჩვენს მიმართ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარია დროში გვზღუდავენ,"-აცხადებს ანა დოლიძე.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ გასაუბრებაზე დასმული კითხვების მიხედვით ნათლად ჩანს ვისთან არიან შეთანხმებული წინასწარ და ვისთან არა.

"ამაზრზენია, ამას სახელი არ ქვია და ამას სახელს დაარქმევს ხალხი,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები