21 აგვისტო 2019,   01:24
ვრცლად
„ბეტონყმობა,“ „ბეტონს ქათქათას“, „არა ჩაბეტონებას" - ბათუმელები ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას ეწინააღმდეგებიან

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ხეების გადარგვის შემდეგ აგრძელებს აჭარის აღმშენებლობას და ბათუმში ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ახალ, მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. მისი პარტნიორი ამ საქმეში ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" იქნება.

აღნიშნულ პროექტის განხორციელებას ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები უპირისპირდებიან.

„ბეტონყმობა,“ „ბეტონს ქათქათას“, „არა ჩაბეტონებას", „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ქალაქის მერია ბათუმის მტერია“ - ბანერებზე შესრულებული ამ შინაარსის წარწერებით დაწყებული აქცია, მსვლელობაში გადაიზარდა.

„სილქროუდ ჯგუფის“ მიერ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, ამ ტერიტორიაზე 3 საცხოვრებელი კორპუსი და 2 სასტუმრო აიგება. პროექტის საერთო ინვესტიცია ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.

შენობა-ნაგებობები 25-დან 55 სართულამდე იქნება. „სილქროუდ ჯგუფს“ მართვაში 20 წლით გადაეცემა ბათუმის იახტ კლუბიც.

სამოქალაქო აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ ბათუმის ამ ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების მშენებლობა სხვადასხვა საფრთხეების ქვეშ აყენებს, როგორც ისტორიულ მემკვიდრეობას, ცვლის ბათუმის იერ სახეს და ეკოლოგიურ-ურბანულ საფრთხეებსაც შეიცავს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება წარმოშობით ბათუმელი არმაზ ახვლედიანისთვის კიდევ ერთი დასაბუთებაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს საკუთარი ინტერესებით წყვეტენ.

პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და საზოგადოების სხვა წევრებს ეჭვებს ისიც უმყარებს, რომ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომამ რივიერას მშენებლობის საკითხზე ხმაური და პასუხგაუცემელი კითხვები დატოვა.

„სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენლის განმარტებით, ტერიტორია მათ ღია აუქციონზე შეიძინეს და 10 მილიონზე მეტი მხოლოდ დახარჯეს. პროექტირება კი 2 მილიონ ნახევარი დოლარი ჯდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაიწყო საქმის წარმოების პროცესი და მუნიციპალიტეტმა 20 დღიან ვადაში გენერალური რეგულირების გეგმა უნდა წარადგინოს.

დღის ამბები