21 ნოემბერი 2019,   11:50
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ჰონგ-კონგში

მასშტაბური სპეცოპერაცია ჰონგ-კონგში. საწყობში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი აღმოაჩინეს.

პოლიციამ 27 წლის ეჭვმიტანილიც დააკავა, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფის წევრია.

პოლიცია იძიებს, უკავშირდება თუ არა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

დღეს ჰონგ-კონგში ერთდროულად ჩინეთის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტების აქციებია დაგეგმილი.

დღის ამბები