21 აგვისტო 2019,   00:07
ვრცლად
ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, ბრძოლა გრძელდება - ოპოზიციის გზავნილი ხელისუფლებას

„რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს პირდებიან, რომ „რუსთავი 2-ით“ თუ მის გარეშე, არჩევნებზე ივანიშვილი მაინც დამარცხდება და ხელისუფლების დატოვება მოუწევს. ოპოზიციამ „ქართული ოცნებისთვის“ დროის ათვლა უკვე დაიწყო.

ოპოზიციის ყველა წევრმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, თუმცა ამბობენ, რომ ივანიშვილმა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიყენა იმისთვის, რომ ფორსირებულად გადაეფორმებინა „რუსთავი 2.“ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ თავისუფალი სიტყვას ვერ ჩაახშობს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებასა და იუსტიციის სამინისტრო მიერ ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმებაზე დაჩქარებული წესით დღეს პირველად ისაუბრა. გაიმეორა „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომ სტრასბურგმა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ ამით კითხვის ნიშნები დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს აკრიტიკებდა და მათ ფსევდოდემოკრატებს უწოდებდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გარანტი ისინი თავად იქნებიან. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სასაცილო დაპირებაა, რადგან მმართველი პარტიის მთავარი მიზანი სწორედ „რუსთავი 2-ის“ კონტროლი და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები