19 აგვისტო 2019,   04:02
ვრცლად
დავინახე, რომ გვერდით ხელის მუხრუჭთან იდო იარაღი,გამეცინა და ვუთხარი, ეს არ არის ჩემი მეთქი - ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. კოშაძე ორი დრის წინ დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლიდან კი პოლიციამ იარაღი ამოიღო.

კოშაძემ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავების დღეს თბილისში მოდიოდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა გააჩერეს და ავტომობილის ჩხრეკა დაიწყეს.

კოშაძის თქმით, მან გაიგონა ხმა, როდესაც, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, ჩადო ავტომობილში იარაღი.

„დავინახე, რომ გვერდით ხელის მუხრუჭთან იდო იარაღი, გამეცინა და ვუთხარი, ეს არ არის ჩემი მეთქი და რაო? რა დაინახეო, რასაც შენ ხედავ, ის დავინახე მეთქი... მაკაროვი შენი არისო? მე ვუთხარი, არ არის ჩემი, როგორ არ არის, გაიგებ მერე, ვისი არის და როგორ არისო. დაიწყეს შევსება,“ - ამბობს კოშაძე.

დაცვის მხარე 10 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ის პატიმრობაში დარჩენილიყო.

მოსამართლე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლებაში იქნებოდა დაკავებული, იარსებებდა საზოგადოებისთვის საფრთხე.

დღის ამბები