19 აგვისტო 2019,   03:36
ვრცლად
მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე დამოკიდებული - აკაკი ზოიძე

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებას და გენერალური დირექტორის შეცვლას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. ისინი ცვლილებას სამართლიანობის აღდგენად აფასებენ და ქართული მართლმსაჯულების მიღწევებით იწონებენ თავს.

აკაკი ზოიძის მტკიცებით, ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ერევა, თუმცა იქვე გამოთქვამს მოსაზრებებს, როგორი ტელევიზიის ხილვაც სურს მას. ზოიძეს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის საქმიანობაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესაც ჩართავს.

აკაკი ზოიძე-ის სურათის შედეგი„არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული.

„მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი პლურალისტური მედიაგარემოა.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ ვართ ხალხის სამსახურში და ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე მედიასაშუალებას რაიმე სახის საფრთხე შეექმნას და რაიმე სახით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის ხელისუფლების მონაპოვარი, ჩვენი გუნდის მონაპოვარი, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, მედია პლურალიზმი იყოს გარანტირებული, ეს ასეა და ასე იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილი  კი „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მესამე სექტორის განცხადებები ნიკა გვარამიას მოსაზრებებთან თანხვედრაში იყო.

ვანო ზარდიაშვილი-ის სურათის შედეგი„არასამთავრობო სექტორი, ჩვენდა სამწუხაროდ, მუდმივად სინქრონში იყო "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელთან ერთად, რომლებიც ჩემი აზრით, მიზანმიმართულად ახორციელებდნენ სასამართლოს დისკრედიტაციას. რაც შეეხება, სარედაქციო პოლიტიკას და დამოუკიდებლობას, ჩვენი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო გარანტი საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, შესაბამისად, გაგრძელდება ასე და ყველა მედიასაშუალებას ექნება დამოუკიდებლად, კანონიერ მფლობელებთან ერთად განახორციელოს თავისი საქმიანობა, თავისუფლად, დამოუკიდებელ სივრცეში,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები