19 აგვისტო 2019,   04:18
ვრცლად
სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის დასჯას სთხოვს

სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის დასჯას სთხოვს. ოფიციალურმა თბილისმა კრემლისგან ულტიმატუმი დღეს დილით მიიღო. ე.წ. ლავროვის შავი სია „Аргументы и Факты“-მ გამოაქვეყნა. კრემლი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს და კონკრეტულად მიუთითებს, ვინ და რა მეთოდით უნდა დასაჯოს.

სიაში პირველი, „რუსთავი 2“ და გიორგი გაბუნიაა. რუსი დიპლომატი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იპოვოს საკუთარ თავში ძალა და დაგმოს ტელეწამყვანის სამარცხვინო გამოხტომა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატები არიან ასევე ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორები, მონაწილეები და ოპოზიცია, რომელიც კრემლის შეფასებით, რუსოფობიის გაღვივებას უწყობს ხელს.

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას და რუსებისთვის არსებული საფრთხეების აღმოფხვრას,"- აცხადებს სერგეი ლავროვი და კრემლის მითითებების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმებას ჰპირდება. 

დღის ამბები