19 აგვისტო 2019,   04:11
ვრცლად
გამოვიდეს ხელისუფლება და ლავროვის განცხადებას უწოდოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა - დეკანოიძე

გამოვიდეს ხელისუფლება და ლავროვის განცხადებას უწოდოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, ისევე დაგმოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, როგორც მან პუტინის შეურაცხმყოფელი მონოლოგი დაგმო.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ ძალებს და იმ აქციას, რომელიც თითქმის ერთი თვეა რუსთაველზე იმართება,  რუსეთის დავალებით უტევს. 

დეკანოიძე ამბობს, რომ რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალა მხოლოდ "ქართული ოცნება," "პატრიოტთა ალიანსი," ან ლევან ვასაძის ჰომოფობიური მოძრაობაა. 

„ნებისმიერი  ინსტიტუციონალური,  პროდასავლური განწყობა და ორგანიზაცია საქართველოში, იქნება ეს „რუსთავი 2,“ პროდასავლური პარტიები, პროტესტი, აქციები ახალგაზრდების, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის, ვინაიდან რეალურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ განწყობას. რუსეთისთვის ერთადერთი მისაღები მოცემულობა ეს არის „ქართული ოცნება," "პატრიოტთა ალიანსი“ და ვასაძისნაირი ფაშისტური ჰომოფობიური ძალები.

"აი, სწორედ ამიტომ უტევს "ქართული ოცნება" რუსეთის დავალებით "რუსთავი 2"-ს და პროდასავლურ პარტიებს. სწორედ ამიტომ არ მოსწონს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველზე. შესაბამისად, მაშინ როცა კერძო კომპანიის საავტორო გადაცემაში, თუნდაც უხამსი მონოლოგის შემდეგ გამოვარდა დაეწყო მთელი მთავრობა და დაგმო მონოლოგი და შემდეგ უკვე პუტინს სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებაზე, მას მოუხადეს მადლობა.  ახლა გამოვიდნენ დაგმონ ლავროვის მოწოდება და რეალურად უწოდონ საჯაროდ მას, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები