19 აგვისტო 2019,   08:18
ვრცლად
ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის პოსტს 60 წლის ურსულა ფონ დერ ლეიენი დაიკავებს

ევროპარლამენტმა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი დაამტკიცა.  ამ დრომდე ის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, დღეს კი ის აღნიშნულ თანამდებობას დატოვებს.

ურსულა ფონ დერ ლეიენი პირველი ქალია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. მას  დეპუტატთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტის ფარული კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან დეპუტატებს მიმართა და ნდობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი დიდ როლს ითამაშებს ევროპაში სოციალური კეთილდღეობის გაზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებით დაიცავს ქალთა უფლებებს. იგი ევროკომისიის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან ჩაანაცვლებს.

ურსულა ფონ დერ ლეიენი 60 წლისაა და მას მეუღლე და 7 შვილის ჰყავს.

დღის ამბები