19 აგვისტო 2019,   03:14
ვრცლად
რეჟიმი დღითიდღე სუსტდება, გახარია არის პოლიტიკური გვამი - ხატია დეკანოიძე

ხელისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რეჟიმი დღითიდღე სუსტდება და შინაგან საქმეთა მინისტრს აუცილებლად მოუწევს გადადგომა - ასე ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს ოპოზიცია. მათი შეფასებით 20 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებლობა, გიორგი გახარიამ უნდა აიღოს, გადადგეს და ახალი მინისტრის პირობებში, გავრილოვის სისხლიანი ღამის გამოძიება ჩატარდეს.

„რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი შეინარჩუნოს გახარია, თუნდაც აქციების ფონზე, გახარია არის პოლიტიკური გვამი, მისი პოლიტიკურად გაცოცხლება წარმოუდგენელია, ის აუცილებლად წავა, რეჟიმი უფრო და უფრო სუსტი ხდება,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები გადატრიალების მცდელობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციაზე ანგარიშსწორებად აფასებენ.

„პირველ რიგში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გახარიამ, ახალი მინისტრის პირობებში ჩატარდეს გამოძიება, საერთოდ სასაცილოა გახარიას პირობებში ვიფიქროთ ობიექტურ გამოძიებაზე,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე.

„რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერასოდეს დაამტკიცებს, რომ გახარიამ ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა.

„ბოლოსდაბოლოს მოუწევთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რასაც ამდენი დღეა ითხოვს ეს აქცია,“-ამბობს ზურაბიშვილი.

დღის ამბები