19 აგვისტო 2019,   07:26
ვრცლად
რამდენიმე საათში სასამართლო აქციის მონაწილე 4 დაკავებული პირის საქმეზე იმსჯელებს

დღესვე სასამართლო 20 ივნისის სისხლიანი დარბევის საქმეზე დაკავებული, აქციის 4 მონაწილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლის არის. ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. საწინააღმდეგოს აცხადებენ დაკავებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები. უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ადვოკატები მათი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნის შუამდგომლობას დააყენებენ.

"საინფორმაციო გამოშვებებში იქნა გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს ჩემი კლიენტი, რომლის ქმედებებშიც პირადად მე ვერ დავინახე რაიმე გადაცდომა,"-აცხადებს კახა ღავთაძის ადვოკატი. 

დღის ამბები