19 აგვისტო 2019,   03:12
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს, სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს, სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს. ბრალდების მხარე მისთვისაც პატიმრობას ითხოვს. მას გამოძიება ძალადობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე. ძალოვანი უწყების ორივე თანამშრომელი თითქმის ერთთვიანი გამოძიების შემდეგ აიყვანეს. მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია.

დღის ამბები