19 აგვისტო 2019,   03:52
ვრცლად
"როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით" - გუბაზ სანიკიძე

პარანოიკი როდესაც თავდაცვით ინსტიქტზე გადადის, ის ძალიან ცუდ შეცდომებს უშვებს და ხშირად ბოროტ შეცდომებს - ასე პასუხობს გუბაზ სანიკიძე შეკითხვას, ჩაატარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებს პროპორციული სისტემით. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ივანიშვილი ვერ და არ დათმობს ხელისუფლებას და ის პარლამენტში კენჭისყრაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჩააგდებს.

„მე არ მაქვს დიდი იმედები, რომ ივანიშვილი დათმობს ამას იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის წაგება არჩევნების პირადი ტრაგედიაა. რაღაცები აქვს ისეთი გაფუჭებული, რომ მისთვის წარმოადგენს პირად საფრთხეს.  მე მგონია ასე, რომ გვაწვალებს, გვატარებს. რამდენიმე თვე გაიწელება და მერე ჩაატარებს პარლამენტში კენჭისყრას, იქ მაჟორიტარები ყოველთვის ჰყავს და მაჟორიტარების ინტერესები ცალკე არის და ჩააგდებენ ამ ამბავს. მე ვიცნობ რამდენიმე მაჟორიტარს, რომლებიც დღესვე დასაჭერია და ისინი არ დათმობენ ამას რა,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გზით წასვლას, მაშინ გამოსავალი არის რევოლუცია.

„ივანიშვილმა თუ გადაგვაგდო რას ვშვრებით მაშინ? მე მაქვს პასუხი ძალიან მარტივი. როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან საზოგადოებასაც მიმართა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ 2024 წლამდე ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა, საქართველოს მესამეჯერ ოკუპაცია ელოდება.

„საქართველოს ელოდება მესამე ჩაბარება და ოკუპაცია, რომელსაც, ალბათ, ორი სამი თაობა დასჭირდება, რომ გამოვასწოროთ. ამ კაცს აქვს კონკრეტული დავალება, რომ საქართველო ჩააბაროს მესამეჯერ და, ალბათ, ჩვენი თაობისთვის და შემდგომი თაობისთვის საბოლოოდ ჩააბარაოს ეს ქვეყანა და ამას სჭირდება ბრძოლა,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები