19 აგვისტო 2019,   04:22
ვრცლად
რუსი ტურისტების მოსაზიდად ხელისუფლებამ 13 მილიონი ლარი დახარჯა - სტატისტიკას „ბიზნესმედია“ აქვეყნებს

13 მილიონი ლარი რუსეთში ტურიზმის მარკეტინგისთვის - სწორედ ეს თანხა გადაიხადა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან რუსი ტურისტების მოსაზიდად.

სტატისტიკას „ბიზნესმედია“ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხა ბევრად აღემატება იგივე მიზნით ევროპულ ქვეყნებში გადახდილ ფულს.

კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს დაიხარჯა. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო 16 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.

დღის ამბები