20 ნოემბერი 2019,   07:56
ვრცლად
ნიკა მელიას საქმე და პროკურატურის განცხადება - საგამოძიებო უწყებას უფლებადამცველი პასუხობს 

პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მელიას ადვოკატი ეხმაურება. გიორგი კონდახაშვილი იურიდიული კომპანიის სახელით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

კომპანია, საგამოძიებო უწყების მიერ მსგავსი განცხადების გავრცელებას, საადვოკატო ბიუროს მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

კომპანიის წარმომადგენლები პროკურატურისგან საქმესთან დაკავშირებით დასაბუთებულ მტკიცებულებებს ითხოვენ.

პროკურატურამ განცხადება ნიკა მელიას ადვოკატის მიერ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გაავრცელა. უწყება დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან. პროკურატურის განმარტებით, ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

ამავე თემაზე
დღის ამბები