22 ივლისი 2019,   11:34
ვრცლად
"მიმიფურთხებია იმ მინისტრისთვის, რომელიც დასაცავი ხდება ახალგაზრდებისგან" - შს მინისტრის პირდაპირი ეთერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა

შს მინისტრის პირდაპირი ეთერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილები 2 საათის განმავლობაში გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

პარალელურად პერიმეტრს პოლიციის კორდონი იცავდა. მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს ოპოზიციონერ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს. ეთერის დასრულების შემდეგ კი გიორგი გახარიამ შენობა იმ გასასვლელიდან დატოვა, სადაც მომიტინგეები არ იმყოფებოდნენ.

„არის მიწასთან გასწორებული, ნულზე დასული კაცი, კაცი, რომელიც უკვე ყველაფერს კადრულობს. უტიფრად ზის და იტყუება. მიმიფურთხებია იმ მინისტრისთვის, რომელიც დასაცავი ხდება ახალგაზრდებისგან. გახარია, ნაძირალაზე უფრო დაბლა დაცემული და დავარდნილი ტიპი ხარ. მიხვდი შე უბედურო რომ ღირსება დაკარგე,“-მიმართა ბობოხიძემ შს მინისტრს.

შს მინისტრის განცხადებებს აფასებდნენ აქციაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი გახარიას დახვდებიან ყველგან, რათა მათი ხმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ესმოდეს მანამ, ვიდრე თანამდებობას, არ დატოვებს თანამდებობას.

„რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ, მათ შორის არევა თანმიმდევრობის, არასწორი ინტერპრეტაცია საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ჩარჩოების და ეს ემსახურებოდა საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობის შექმნას და ილუზიის შექმნას, რომ პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა. ეს ასე არ არის. ეს არ ცვლის მოცემულობას. მოცემულობა რჩება დღის წესრიგში - სს მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები