21 ნოემბერი 2019,   11:42
ვრცლად
საქართველო, როგორც სახელმწიფო ფაქტობრივად, აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი

საქართველო, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს - ასეთ განცხადებას აკეთებს რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კომისიის სხდომაზე დეპუტატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს.

გავრილოვმა აღნიშნა, რომ ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები, რომელსაც სესიის დროს რადიკალების პროვოკაცია დაუშვა.

გავრილოვის თქმით, რუსეთისა და სხვა ქვეყნის დელეგაციებს ქართული მხარისგან ბოდიში ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ასამბლეის თითქმის ყველა დეპუტატმა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ დაგმო მომხდარი. ეს დაუშვებელი ვაქხანალია. არაერთ უფრო რთულ ადგილას ჩაგვიტარებია ღონისძიება, თუმცა არასდროს არსად არ აღმოვჩენილვართ მცირედი საფრთხის წინაშეც კი. მუქარის წინაშე აღმოვჩნდით ქვეყანაში, რომელსაც ღიად აქვს დეკლარირებული თავისი ევროპული არჩევანი და სურვილი, გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში და რომელიც უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას გვაძლევდა. ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, როგორც ჩანს, ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს, ის წარმოადგენს სათამაშოს, რომლის მანიპულირებასაც გარედან ახდენენ", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

დღის ამბები