15 სექტემბერი 2019,   10:13
ვრცლად
მნიშვნელოვანი
6 დაღუპული და 30 დაშავებული - საბერძნეთს ძლიერმა შტორმმა გადაუარა

ძლიერი შტორმის შემდეგ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიამ პოპულარულ ტურისტულ რაიონს ჰალკიდიკს გადაუარა. შტორმმა სასტუმროები და რესტორნები  დააზიანა, წააქცია ხეები და გაიტაცა მანქანები. დაიღუპა 6 ტურისტი, დაშავდა 30. გარდაცვლილებს შორის არიან რუმინეთის, ჩეხეთის და რუსეთის მოქალაქეები.

თვითმხილველთა განცხადებით, ძლიერი ქარი მოულოდნელად ამოვარდა და 20 წუთის განმავლობაში უტევდა სანაპიროს. ამ დროისთვის საკურორტო ზონას არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და სასმელი წყალი.

ხელისუფლების განცხადებით, ასეთი ძლიერი შტორმი საბერძნეთის ჩრდილოეთ რაიონებში არ ყოფილა და მას უპრეცედენტო ფენომენი უწოდეს.

დღის ამბები