15 სექტემბერი 2019,   10:08
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ამდენი ევროპელი ჩამოვიდა, ეს აჩვენებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება-ივანიშვილი ტუსკს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართა, სადაც მხარეებმა  კონფერენციის მნიშვნელობასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

„ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი ასეც იქნება,“- განაცხადა ტუსკიმ.

ბიძინა ივანიშვილმა ევროპელ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ამდენი ევროპელი სტუმარი ჩამოვიდა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

„განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა, ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა, ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას დიდი მადლობა გადავეცი პირადად. ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი ჩამოვიდა, ამდენი ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას,“- განაცხადა ივანიშვილმა.

შეხვედრა დახურულ ღეჟიმში წარიმართა. ვიდეომასალაც და ინფორმაციაც „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

დღის ამბები