15 სექტემბერი 2019,   10:01
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პუტინის მიერ საქართველოს დადანაშაულება ოკუპაციაში - ზურაბიშვილმა "კურიერთან" კომენტარი არ გააკეთა

პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯება - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტთან კომენტარი არ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუ რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ „საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთში გენოციდი მოაწყო.“

„კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ აღიქვა სალომე ზურაბიშვილმა პუტინის განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა არ უპასუხა. 

კითხვაზე, იქნება თუ არა შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. 

"საუბარი როცა იქნება, მერე გეტყვით, რაზე იქნება," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მოკლე კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა. 

„ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ვთქვი, პრობლემებსა და რუსეთის პოზიციებზე, აქ არ მინდა, ვითარება უფრო გავართულო, თქვენთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულებების შესახებ,“ - განუცხადა მან „კურიერს.“

 

დღის ამბები