15 სექტემბერი 2019,   09:53
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სირცხვილია, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს - ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლესთან ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ

ჩვენ გვყავს სამარცხვინო პრეზიდენტი - ამის შესახებ განცხადება, ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. ის, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ამ წუთებში ორბელიანის მოედანზე იმყოფება, სადაც პრეზიდენტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები პუტინის მისამართით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი ქვეყანა დაადანაშაულა ესკალაციაში და პუტინს მოუბოდიშა რაც სამარცხვინო ქმედებაა.

„იმის მაგივრად, რომ მოეწოდებინა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ ჩარეულიყო სხვა ქვეყნის საქმეებში, მან იმ ხალხს, რომელიც 20 დღეა რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე, ის ხალხი დაადანაშაულა ვითარების ესკალაციაში. სირცხვილია, რომ ჩვენ ასეთი პრეზიდენტი გვყავს. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. დაგვინიშნა ივანიშვილმა ჩვენ ასეთი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობის არჩეული, რომ ყოფილიყო ამდენს ნამდვილად ვერ გაბედავდა,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან არის, ესაა ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მის მითითებებს ასრულებს.

„მისი ყველა განცხადება განპირობებულია არა იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ განპირობებული იმით, რომ ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთ ადამიანთან და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინო იყო მისი განცხადებები,რომელიც უკავშირდებოდა მიმართვას რუსეთთან მიმართებაში რომ თითქოს არ აჰყვეს ესკალაციას და ა.შ. და დასულები არიან ერთი ჟურნალისტის განცხადებაზე,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს და მას არ გასჩენია სურვილი გაეპროტესტებინა პუტინის ის განცხადება, რომელშიც საქართველო გენოციდში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ რუსული ნარატივი და სალომე ზურაბიშვილის ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა,“-განაცხდაა პაატა დავითაიამ.

პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილები თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა იკავებდეს ქვეყნის პირველი პირის თანამდებობას.

დაბნეულებიც კი ვართ იმიტომ, რომ პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოს ვკარგავთ,. რაც პუტინმა აკადრა იმ ისტორიის გადაწერით , არა მხოლოდ საქართველოს მიაყენა შეურაცხყოფა არამედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. მაგრამ რაც სალომე ზურაბიშვილმა, როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეს ქალბატონი დარჩეს თავის ადგილას,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები