22 ივლისი 2019,   11:25
ვრცლად
მოსკოვში ყირიმელი თათრების მხარდამჭერი აქცია დაკავებებით დასრულდა

წითელ მოედანზე ყირიმელი თათრების აქცია დაკავებებით დასრულდა. რამდენიმე აქტივისტი კრემლთან რუსეთის სასამართლოს მიერ გასამართლებული ყირიმელი თათრების მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომლებიც როსტოვში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების შექმნის ბრალდებით დააკავეს.

მოსკოვში ჩასული აქტივისტები აცხადებდნენ, რომ კრემლმა ყირიმელი თათრები ტერორისტებად გამოაცხადა და ამგვარად, განსხვავებულ აზრს ბრძოლა გამოუცხადა. პოლიციამ სულ7 მომიტინგე დააკავა.

დღის ამბები