15 სექტემბერი 2019,   09:26
ვრცლად
მნიშვნელოვანი
არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ელაპარაკო მსოფლიოს ლიდერებს სხვადასხვა ფორმატებში და სთხოვო დახმარება - გიორგი კეპულაძე

"არაფერი სამარცხვინო იმაში, რომ შენ ჩახვიდე, ელაპარაკო მსოფლიოს ლიდერებს სხვადასხვა ფორმატებში და სთხოვო მათ დახმარება, არ არის" - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ ლარის კურსზე საუბრისას გააკეთა. 

კეპულაძე ამბობს, რომ 2008 წლის ომის პერიოდში, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი თანხა, ქვეყანას ეკონომიკურად დაეხმარა, მათ შორის ლარის კურსის შენარჩუნებაში, თუმცა ამისთვის იმდროინდელმა ხელისუფლებამ იმუშავა. 

„ომის წინ, ლარი იყო ფაქტობრივად, 1.4-ზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ როდესაც ხალხმა დაიწყო ბანკიდან ზოგმა მიმდინარე ანგარიშების გატანა, ზოგმა ანგარიშების დახურვა, დეპოზიტების გატანა, ამან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა ჩვენ მაშინ მივიღეთ  ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დახმარება, თითქმის 4 მილიარდამდე, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან, რაც ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ შეგვენარჩუნებინა რეალურად, საბანკო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსიც არ ყოფილიყო გაუფასურებული. ამ მიმართულებითაც სამუშაოა. 4 მილიარდი ესე თავისით ხომ არ გადაწყვიტეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა? იმუშავა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და არაფერი სამარცხვინო იმაში, რომ შენ ჩახვიდე, ელაპარაკო მსოფლიოს ლიდერებს სხვადასხვა ფორმატებში და თხოვო მათ დახმარება არ არის,“ - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები