16 ივლისი 2019,   22:50
ვრცლად
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია - შალვა შავგულიძე ნიკა მელიას პროცესზე საუბრობს

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბროსას გააკეთა. 

ის ამ წუთებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება, სადაც ნიკა მელიას პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

შავგულიძის თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას საერთაშორისო საზოგადოებიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს, სასამართლო წარმოაჩინოს კარგად, ეს მას სჭირდება, ვინაიდან ამ საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომებზე სურს მურუსიძის სია დამტკიცოს უზენაეს სასამართლოში და ნიკა მელიას არ შეუფარდოს პატიმრობა, მაგრამ გამოიყენოს ისეთი შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება, შინაპატიმრობა, აუკრძალოს კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის თქმით, ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, შს მინისტრს.

რაც შეეხება, მოსამართლეს, გოგოხიას, რომელმაც უნდა განიხილოს ნიკა მელიას საქმე, შავგულძე აცხადებს, რომ სასამართლო ე.წ. კლანის მიერ კონტროლდება და ის მათგან მიღებულ დავალებას შეასრლებს.

 

ფოტორეპორტაჟის სანახავად სასამართლო დარბაზიდან გადადით ბმულზე. 

დღის ამბები