23 ოქტომბერი 2019,   01:37
ვრცლად
პოლიტიკური ოპოზიციის დევნით, ბიძინა ივანიშვილს უკვე ჩიხში შეჰყავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი-სალომე სამადაშვილი

პოლიტიკური ოპოზიციის დევნით ბიძინა ივანიშვილს უკვე ჩიხში შეჰყავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა  საქალაქო სასამართლოს ეზოში გააკეთა, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი უნდა დაიწყოს. სალომე სამადაშვილის თქმით ახლა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვით რომ დაიცვას ნიკა მელიას უფლებები. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორებისგან მკაცრი გაფრთხილებები უკვე მიიღო.

„ძალიან რთული ვითარება არის. ჩვენ ვნახეთ რომ ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი გაფრთხილებები მიიღო უკვე  ჩვენი სტრატეგიული  მოკავშირისგან აშშ-სგან, ევროკავშირმაც გადასცა შესაბამისი გზავნილები. ვითარება კიდევ უფრო  დამძიმდება როდესაც 2  ივლისს შეიკრიბება ევროპარლამენტი ახალი და მათ მიეცემათ შესაძლებლობა ოფიციალურად დააფიქსირონ პოზიციები. რეალურად პოლიტიკური ოპოზიციის დევნით ბიძინა ივანიშვილს უკვე ჩიხში შეჰყავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ახლა ვფიქრობ, რომ იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში გასული ორი კვირის განმავლობაში, ისედაც აღარ არის შეკითხვები საითკენ მიექანება ეს ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები