24 აგვისტო 2019,   17:42
ვრცლად
მას არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს - მელია პროკურორის ბრალდებას პასუხობს

პროკურორს არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს - ნიკა მელია მისი საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებას პასუხობს. საუბარია, პროკურორის განცხადებაზე, სადაც გულუაშვილმა თქვა, რომ მელია პროკურატურაში დაბარების მიუხედავად არ გამოცხადდა, რაც აღიქმება მისი მიმალვის საფრთხედ. 

ნიკა მელია კი ამბობს, რომ ის მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა და ამირან გულუაშვილის განცხადება აბსურდულია. 

"თავად აბსურდში შევიდნენ. ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი და საკომიტეტო მოსმენები იყო პარლამენტში ვიყავი, ამ გამომძიებელმა მომწერა გუშინწინ ღამე, მითხრა თუ ვერ მოხვალ ადვოკატი გამოუშვი, თუ ადვოკატიც ვერა, მაშინ სახაზინო ადვოკატს დაგინიშნავთო.

"მე ეს რომ წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ბრალის დადგენილება უნდა გადმოგცეთ და მობრძანდითო. ან რა მნიშვნელობა აქვს ამ იწილო-ბიწილოს. გუშინ რაც ქნეს, დღეს რომ არ დამიჭირონ გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ. ჩიხში არიან. რთულია, ჩემი დაჭერა, რადგან კიდევ უფრო დაიფლითება მისი ოლიგარქიული არსენალი. დამიჭერს ვაია, არ დამიჭერს უია. 

"პროკურორი რას იტყვის არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროცესს სამართლებრივ პროცესთან. პატივისცემა ჩემი საქმის პროკურორს, მაგრამ როგორც მე არავინ მეკითხება ლაბორატორია რაიმე ბიოლოგიურ ანალიზს აკეთებს თუ არა, ისე მას არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

სასამართლო დარბაზიდან ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე. 

დღის ამბები