16 ივლისი 2019,   22:35
ვრცლად
მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე - გიგი უგულავა სასამართლოში მივიდა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ოპოზიციის წევრები იმყოფებიან. ადგილზე მივიდა გიგი უგულავაც. მისი განცხადებით, ის გაეცნო საქმეს, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი და მასში "სასაცილოდ წარმოუდგენელი რაღაცეები" წერია.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა ადგილზე არსებული ყველა ლიდერის პარალიზება, განეიტრალება გააკეთოს იმიტომ, რომ დაინახა ერთი რამ, რომ სინერგიის შემთხვევაში ის წააგებს არჩევნებს და დათმობს მორალურ უპირატესობას. მე ვნახე ის საქმე, რომელიც მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი. სასაცილოა იქ რაც წერია. წარმოუდგენელი რაღაცა. მთელი საქმე აგებულია სამი პოლიციელის და ორი ვითომ ჟურნალისტის ჩვენებაზე. აქედან ეს ჟურნალისტი იძახის, რომ მე ვარ უმუშევარი და მეგობარს წავყევი აქციაზე სამუშაოთი. შემდეგ ათას რაღაცას ჰყვება რომ თათბირი იყო და ვარდების რევოლუცია დაიგეგმა და მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე შემეტყობინებინა... პატაკია ჩვეულებრივი, სუს-ის აგენტის  პატაკი წერია იქ. მაშინ როდესაც ყველაფერი პირდაპირ ეთერში მიდიოდა. მთელმა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. იქ თან ისეა გაკეთებული რომ როგორც  გინდა ისე გააკეთებ. გინდა რომ მელია დაიჭირო, მელიას დაიჭერ. გინდა რომ აგერ პროფესორი რატიანი დაიჭირო, პროფესორ რატიანს დაიჭერენ... ნებისმეირს მოკლედ. მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე და თავისი საბჭოთა საზიზღარი კოლექტიური სახე წარმოაჩინა ქართული ოცნების უმრავლესობამ,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

გიგი უგულავა იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს, რომელიც მან გლდანის ციხეში გაიარა, როდესაც დერეფანში გაატარეს და ამას ხმაური მოჰყვა. მისი თქმით გუშინდელი პარლამენტის სხდომის შემდეგ სწორედ ეს განცდა დაეუფლა, როდესაც ერთ ადამიანს ნიკა მელიას 90 დეპუტატი წნეხში ატარებდა.

„გუშინ როდესაც  ვუყურებდი მელია საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს, ამ თემაზე  მე არასდროს არ მილაპარაკია, იმიტომ რომ სასიამოვნო არ იყო, პირველი დღე როდესაც დამიჭირეს წამიყვანეს გლდანის ციხეში. იქ ხომ რამდენიმე კორპუსია, და მერე გამახსენდა რომ გვარამიასაც იგივე გაუკეთეს. ეტყობა ეს უმრავლესობის ისაა, უნდათ რომ ადამიანი დაჩაგრონ. კორპუსებში არის უბედურება გუგუნი, აი ასეთ ფსიქოლოგიურატაკას“ გიკეთებენ. ამის შედეგი რა თქმა უნდა არაფერი არ არის მაგრამ ზუსტად ეს განცდა მქონდა როდესაც ვუყურებდი მელიას სასამართლოს 90 უთავმოყვარეო ერთ მასად ქცეული დეპუტატები როგორ აწვებოდა ერთ ადამიანს,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები