19 აგვისტო 2019,   07:40
ვრცლად
მოსამართლეს ვურჩევ დაფიქრდეს, რადგან ის ნიკა მელიას კი არა, საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს - თამარ კორძაია

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყებას ელიან, როემლიც რამდენიმე წუთში დაიწყება.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია ოპოზიცია დაასუსტოს და მისი ლიდერები გათიშოს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია  ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეიძლება ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდოს.

„მოსამართლე გოგოხიას მინდა მივმართო, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი დავალებების, ის საკუთარ თავს გამოუტანს გადაწყვეტილებას და არა ნიკა მელიას, სჯობს დაფიქრდეს ვიდრე სასამართლო დარბაზში შევა, ის რაც ნიკა მელიას წინააღმდეგ გუშინ მოხდა, ეს არის ძალადობა საქართველოს თითოეულ მოქალაქის წინააღმდეგ, ეს არის ჩაგვრა უმცირესობის პოლიტიკაში, ეს არ არის პოლიტიკა და არ არის სახელმწიფოს შენება,“-აცხადებს კორძაია.

ნიკა მელია ამ წუთებში მიემართება საქალაქო სასამართლოსკენ. სხდომა ორ საათზეა ჩანიშნული და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს შეეფარდება თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობა.

დღის ამბები