24 აგვისტო 2019,   17:17
ვრცლად
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, მცდელობა, გადაიტანონ აქცენტი გხარიას გადადგომიდან ოპოზიციის დევნაზე - ბაქრაძე

საქალაქო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. რამდენიმე წუთში ადგილზე ნიკა მელია მივა და დაიწყება მისი სასამართლო პროცესი.

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული პროცესი პოლიტიკურია.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ადეკვატურობის და სიმართლის აღქმა. ათასობით ადამიანი უკვე ერთი კვირაა, ქუჩაში დგას და ითხოვს დამნაშავეების დასჯას, ითხოვს გახარიას წასვლას, ითხოვს იმ ადამიანების გამოვლენას, ვინც ბავშვებს პირდაპირი დამიზნებით ტყვიებს ესროდა და რას ვხედავთ, ვის სჯიან ამ დროს, სჯიან ნიკა მელიას. იმიტომ, რომ არ მოსწონთ ნიკა მელია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის შეფასებით, პროკურატურას სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ნიკა მელიას წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ეს არის მცდელობა, გადაიტანონ აქცენტი გხარიას გადადგომიდან ოპოზიციის დევნაზე და ეს არის კიდევ გამოწვევა ქართული საზოგადოების," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები