14 დეკემბერი 2019,   13:18
ვრცლად
87 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო

87 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო.

ლადო კახაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა.

ის კენჭს "ქართული ოცნების" სახელით იყრიდა.

შუალედური არჩევნები კი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

დღის ამბები