24 აგვისტო 2019,   17:12
ვრცლად
სამარცხვინო ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში-ოპოზიცია ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას "ოცნების" პოლიტიკურ სისუსტედ აფასებს

გავრილოვს შეწირული ახალგაზრდები და ნიკა მელია - ასე აფასებს ოპოზიცია ბოლო დროინდელ მოვლენებს და დარწმუნებულია, რომ საქალაქო სასამართლო შუშის სასახლიდან მიღებულ დაკვეთას ბოლომდე მიიყვანს.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური სისუსტის გამოხატულება.

„როდესაც უკვე წლების განმავლობაში ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და 20 ივნისის  მოვლენებმა რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ღრმა კრიზისი შექმნა კომუნისტი ოკუპანტის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა, შემდგომ ამის გამო ახალგაზრდა აქციის მონაწილეების დასახიჩრება, ჟურნალისტების დევნა, ასობით ადამიანის დაპატიმრება, ასეთი კრიზისის პირობებში საზოგადოების სამართლიან მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ნაცვლად  მათთვის პოლიტიკური სეირის და პოლიტიკური სასამართლოს შეთავაზება, მათი პოლიტიკური ოპონენტის დასჯის სახით რა თქმა უნდა  ეს არის პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი და მათი  პოლიტიკური სისუსტის გამომხატველი მოქმედება რომელიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს იმ მძიმე მდგომარეობას რომელიც  არსებობს და კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს  მათ პოლიტიკურ დასასრულს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას სამარცხვინო გადაწყვეტილებას უწოდებს რომან გოცირიძე. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ეს დღეს პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება.

„ნიკა მელიასთან მიღებული გადაწყვეტილება ამ 93 დეპუტატისა ისტორიაში შევა როგორც სამარცხვინო ლაქა პარლამენტარიზმისა. როგორ ჩვენი ქვეყნის  დემოკრატიის უკან დახევისა. შევა როგორც დამღა ზურგზე და შუბლზე იმ 93 დეპუტატისა რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის პირად დავალებას. ამით შეულახეს ქვეყანას ღირსება. თითოეული ადამიანი ფაქტობრივად ღირსება შელახული ივლის მთელი ცხოვრების განმავლობაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები