21 ივლისი 2019,   22:52
ვრცლად
გარიცხავენ თუ არა პარტიიდან ურჩ დეპუტატებს, რომლებმაც მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცეს-მდინარაძე განმარტებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე თანაგუნდელზე განაწყენებულია. მიზეზი გუშინდელი სესიაა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას კენჭი უყარეს. ენმ-ს ლიდერისთის მანდატის შეჩერებას მხარი უმრავლესობის ოთხმა წევრმა არ დაუჭირა. ესენი არიან: რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე, მარიამ ჯაში და ალექსანდრე ერქვაია.

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ,  რომ ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, სადაც თანაპარტიელებს გუნდურობა უნდა გამოეჩინათ.

რა ბედი ელით ურჩ დეპუტატებს და გარიცხავენ თუ არა მათ პარტიიდან, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„დღეს, რომ ხელისუფლებაში იყოს "ნაციონალური მოძრაობა," დღესვე იქნებოდნენ გარიცხული. თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მითუმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისუფალი მანდატით არის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი. ეს წარმოუდგენელია  რიგი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე  ნამდვილად არ გვისაუბრია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები