19 აგვისტო 2019,   08:21
ვრცლად
"ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა"-ალექსანდრე ერქვაიამ ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარი უმრავლესობის ოთხმა წევრმა არ დაუჭირა. ესენი არიან: რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე, მარიამ ჯაში და ალექსანდრე ერქვაია. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოთხივე დეპუტატზე მმართველი გუნდი განაწყენებული. კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ ურჩ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავენ.

გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ყოველ შემთხვევაში ამის თაობაზე არ იციან თავად იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცეს.

„ესე ჩავთვალე საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო. დამთავრდა,“-განაცხადა ალექსანდრე ერქვაიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები