19 აგვისტო 2019,   08:07
ვრცლად
მე მგონი მაქვს უფლება ჩემებურად გადავწყვიტო-რომან კაკულია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრობს

„მე მგონი მე, როგორც ერთ დეპუტატს, მაქვს იმის უფლება, რომ ჩემებურად გადავწყვიტო  ჩემთვის დასაბუთებული არის თუ არა,“-ასე განმარტავს რომან კაკულია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. რომან კაკულია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რას აპირებს უმრავლესობა და დადგება თუ არა მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში.  მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ ის ელოდა დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს და ამიტომ არ მიიღო ნიკა მელიას წინააღმდეგ გადაწყვეტილება.

„ამ შემთხვევაში მე მათ გადაწყვეტილებას კი არ ვეწინააღმდეგები, თავად პროცესების შეფასებასთან მიმართებაში. მე არ მომეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა რომელიც ჩემი აზრით დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს. მე მაქვს მე მგონი უფლება ასეთი პოზიცია მქონდეს. ახლა თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა... მე ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისათვის, პოლიტიკური კარიერის აგებას ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიას გარდა, ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა კენჭისყრაზე კიდევ სამმა დეპუტატმა არ მისცა. ესენი არიან: მარიამ ჯაში, ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვაია

 

ამავე თემაზე
დღის ამბები